Wine Man

სანდრო ჯორჯაძის მიერ 1998 წელს დაარსებული კომპანია ვაინმენი არის ოჯახური კომპანია. ჩვენი კომპანიის მისია არის მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოება, ისეთი ღვინოებისა რომლითაც შეიძლება ვიამაყოთ!

კარგი და ხარისხოვანი ღვინო თავისთავად და შემთხვევით არ ჩნდება. მის შესაქმნელად ერთ-ერთი, თუ არა მთავარი პირობაა საქმის ერთგული ადამიანების დაუღალავი შრომა. ჩვენ გვჯერა, რომ ღვინო ადამიანისა და ბუნების უნიკალური თანამშრომლობის შედეგია და ისიც, რომ საინტერესო ღვინოს საინტერსო ხალხი აკეთებს. ჩვენს ქარხანაში ღვინის შექმნას ხელმძღვანელობს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინე — რევაზ ლაშხი. იგი აკონტროლებს  წარმოების ყველა პროცესს, დაწყებული ყურძნის პირველადი დამუშავებიდან დამთავრებული ჩამოსხმით, ღვინის მაღალი ხარისხის გარანტირებული შენარჩუნების პირობებში.

კომპანია ვაინმენი აწარმოებს თავისი ღვინოების ექსპორტს უკრაინაში, ყაზახეთში, აშშ, ჩინეთში, ჰონკონგში, ჩეხეთში, პოლონეთში, იაპონიაში, კანადაში, ავსტრალიაში, ტაჯიკეთში და თურქმენეთში, რუსეთში.

2009 წელს ვაინმენის ტრადიციულ ხაზს დაემატა ახალი ბრენდი სახელწოდებით SANTELI. ამ ღვინოების წარმოებისათვის ყურძენი იკრიფება ახალგაზრდა ვაზებიდან. SANTELI-ის ღვინოები ხასიათდება საქართველოს მეღვინეობის გულში — კახეთში მოწეული ყურძნის ჯიშების ინდივიდუალობით. ისინი გამოირჩევიან თავისი ახალგაზრდა და ხილის ინტენსიური გამოხატულებით. ჩვენ მეღვინეების პროფესიული გუნდი ამახვილებს თავის ყურადღებას იმ დასახელებებზე, რომლებზედაც ყველაზე დიდი მოთხოვნილება ჩამოყალიბდა. კომპანია ღვინის მოყვარულებს სთავაზობს ისეთ საინტერესო ღვინოებს, რომლებიც თავისი მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებით კარგად ერწყმის სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებს.

ჯილდოები და მიღწევები:

2004  წელს კომპანია „ვაინმენმა“ მიიღო საქართველოს საუკეთესო ექსპორტიორისათვის დაწესებული ჯილდო.

2005 წელს კომპანიის მუშაობა აღინიშნა წლის საუკეთესო ბრენდისათვის დაწესებული უკრაინული პრემიით Бренд Року, ნომინაციაში „საუკეთესო ხარისხი“.

2008 წელს ღვინის ეროვნულ კონკურსზე „საქართველო-მეღვინეობის აკვანი“ ღვინომ „ქინძმარაული“ მიიღო ვერცხლის მედალი, ხოლო „წინანდალმა“ დიპლომი მაღალი ხარისხისათვის.

2011 წლის 2-4 ნოემბერს კიევში ჩატარებულ საერთაშორისო სადეგუსტაციო პროფესიულ კონკურსზე „Wine & Spirit Award. Ukraine”, სადაც წარმოდგენილი იყო უკრაინის, რუსეთის, საქართველოსა და მოლდოვის მეღვინეობის ნიმუშები, Wine Man–ის ღვინოებმა მოიპოვეს ხუთი მედალი: ნომინაციაში წითელი მშრალი ღვინო ოქროს მედალი მიიღო „მუკუზანმა“, ხოლო ბრინჯაო — „საფერავმა“. ნომინაციაში თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალმა“ ვერცხლი დაიმსახურა. ნომინაციაში წითელი ნახევრად მშრალი ღვინო „ქინძმარაულს“ ვერცხლის მედალი ერგო, ხოლო „ხვანჭკარას“- ბრინჯაოსი.

2010 წლის 6-7 მაისს ჩატარებული ღვინის მესამე ეროვნულ კონკურსზე  „საქართველო-მეღვინეობის აკვანი“, კომპანია ვაინმენ-მა  წარადგინა ხუთი დასახელების ღვინო, და მიიღო 4 ჯილდო. „ქინძმარაულმა“-2010 ერთადერთმა ამ კატეგორიაში ოქროს მედალი წითელ ნახევრად-ტკბილ ღვინოებს შორის; ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა წითელი ნახევრად-ტკბილი „ხვანჭკარა“-2010.მაღალი ხარისხისათვის დაწესებული დიპლომებით აღინიშნა  წითელი ღვინოები „მუკუზანი“-2010 და „კაბერნე სოვინიონი“-2010.

ღვინის კონკურსზე “Chisinau Wines & Spirits Contest 2012” მოლდოვეთში, ღვინომ „საფერავი კაბერნე“ -2010 მიიღო ვერცხლი მედალი.

2012 წლის 23 სექტემბერს საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სადეგუსტაციო პროფესიონალურ კონკურსზე “Wine & spirits fair”, ღვინო „ხვანჭკარამ“ მოიპოვა ვერცხლი მედალი ხოლო „საფერავი კაბერნემ“ ოქროს მედალი.

2012 წელს კომპანია WINE MAN სამი ღვინით წარსდგა დეკანტერის აზიის ღვინის კონკურსზე და მიაღწია დიდ წარმატებას. 2010 წლის ღვინო წინანდალმა მოიგო ოქროს მედალი (95-100 ქულა) და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო რეგიონული ტროფეი, რომელიც წარმოადგენს ოქროს მედალოსანი ღვინოებს შორის გამარჯვებულ ღვინოს თეთრი მშრალი ღვინოს კატეგორიაში. 2010 წლის ღვინო საფერავმა მოიგო ვერცხლის უმაღლესი მედალი (90-94 ქულა) და 2009 წლის ღვინო მუკუზანმა მოიგო ბრინჯაოს მედალი (85-89 ქულა).

2012 წლის ნოემბერში საერთაშორისო კონკურსზე „Hong Kong International Wine & Spirit Competition“ ღვინო „მუკუზანმა“-2009 მიიღო ვერცხლის მედალი, ხოლო „საფერავი კაბერნემ“ -2010 და „საფერავი როზე „-2011 ბრინჯაოს მედალი.

ღვინო „საფერავი“-2010 შევიდა სიაში „Best Buys“ ცნობილ ამერიკულ ჟურნალში ‘Wine Enthusiast’ 2012 წლის დეკემბრის გამოცემაში და მიიღო 87 ქულა.

ღვინო „მუკუზანი“-2007 გახდა ერთერთი გამარჯვებული კატეგორიაში საუკეთესო წითელი ღვინო მე-9 ყოველწლიურ ღვინის კონკურსზე „Vancouver Magazine Wine Awards 2013“ და შევიდა საუკეთესო ღირებულების ღვინის ტოპ 100 სიაში.

„დახვეწილი, ელეგანტური 2010 წლის წინანდალი შესანიშნავია.“ — დეკანტერის (Decanter) ღვინის ჟურნალის 2013 წლის ივლისის გამოშვებაში ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდი აღწერს ვაინმენის ღვინოებს და იგი სტატიას ამთავრებს ვაინმენის ქინძმარაულის საოცარი შეფასებით.

ასევე 2013 წელს ენდრიუ ჯეფორდმა დაწერა სტატია ქართული ღვინის შესახებ ჟურნალ Financial Times-ში , სადაც საუკეთესო  ღვინის მწარმოებლებს შორის, დაასახელა კომპანია Wine Man.

2014 წლის ოქტომბერში Wine Man-ის ღვინომ მიიღო მონაწილეობა „ქართული ღვინის კონკურსი. თბილისი 2014“-ში და გაიმარჯვა ნომინაციაში ‘საუკეთესო ქინძმარაული’. ღვინის ერონული სააგენტოსა და სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით პირველად  ჩატარდა მსგავსი ტიპის კონკურსი,  სადაც საქართველოში საცალო ვაჭრობაში წარმოდგენილი 300-მდე ღვინის სახეობიდან, პროფესიულმა და მედია ჟიურიმ შეარჩია საუკეთესო ღვინოები 10 კატეგორიის მიხედვით.

2015 წლის “Georgian Wine 2nd National Competition» კონკურსში, რომელიც გაიმართა დეკემბერში ქალაქ თბილისში, კომპანია ვაინმენის ღვინო ხვანჭკარა 2013 გახდა გამარჯვებული კატეგორიაში ‘წლის საუკეთესო ხვანჭკარა’.

2016 წლის აპრილში, ლონდონის საერთაშორისო კონკურსზე „International Wine Challenge”, ღვინო მუკუზანმა 2014 და წინანდალმა 2013 მიიღო ბრინჯაოს მედალი.

2016 წლის “Georgian Wine 3rd National Competition» კონკურსში, წინანდალი გახდა გამარჯვებული კატეგორიაში ‘საუკეთესო წინანდალი’.

ღვინო წინანდალი 2014 და მუკუზანი 2014 შევიდა სიაში „Best Buys“ ცნობილ ამერიკულ ჟურნალში ‘Wine Enthusiast’, გამოცემაში ‘Best of the Year 2016’.

“International Wine Challenge 2018″ კონკურსში, ლონდონში, კომპანია ვაინმენის 2016 წლის მუკუზანმა მიიღო ვერცხლის მედალი და 2016 წლის წინანდალმა მიიღო ბრინჯაოს მედალი.

WINE MAN — საუკეთესო ქართული ღვინო ჯორჯაძის მამულიდან