SANTELI

ბრენდის შესახებ

წითელი ღვინო

თეთრი ღვინო

წინანდალი

თეთრი მშრალი

 

თეთრი მშრალი ღვინო, სურნელოვანი არომატით, მინერალური ტონებით,  ვანილისა და ხილის — ვაშლის, ატმის, კომშის ელფერით. ღვინო აბრეშუმოვანია, სრულ ტანიანი, გამაგრილებელი სიმჟავითა და ხანგრძლივი სასიამოვნო დაბოლოებით. ღვინო კარგად ახლავს ბოსტენეულის , მწვანილის, თევზისა და ხორცის კერძებს, სხვადასხვა სალათებსა და ზღვის პროდუქტებს. ღვინის მიწოდების ტეპერატურა: 10-12°C.

 

ღვინის ტიპი: კონტროლირებული ადგილწარმოშობის დასახელების   ღვინო

წარმოშობა: კახეთის რეგიონი

ადგილწარმოშობის დასახელება: წინანდალი

ჰავა: ზომიერად კონტინენტური

ჯიშური შემადგენლობა: 85% რქაწითელი, 15% მწვანე

ყურძნის წყარო: 100% წინანდლის მევენახობის მიკროზონა

ალაზნის ველი

ნახევრად ტკბილი თეთრი

 

ნახევრად ტკბილი თეთრი ღვიმო სასიამოვნო, ყვავილებისა და ტროპიკული ხილის ძალზედ ნაზი არომატით. გგემოში ჭარბობს  მწიფე ხილის — ვაშლის, ნესვისა და კომშის ტონები. ეს არის მსუბუქი, კარგად გაწონასწორებული ღვინო გამაგრილებელი სიმჟავით. აქვს ხანგრძლივი დაბოლოება და რეკომენდებულია როგორც აპერეტივი, ან ხილისა და დესერტების თანხლება. ასევე კარგად ეხამება მსუბუქ შესავალ კერძებსა და კერძებს ტკბილ-მჟავე სოუსებით. ღვინის მიწოდების ტეპერატურა: 10-12°C.

 

ღვინის ტიპი: სუფრის ღვინო

წარმოშობა: კახეთის რეგიონი

ჰავა: ზომიერად კონტინენტური

ჯიშური შემადგენლობა: 100% რქაწითელი

ყურძნის წყარო: 100% კახეთის რეგიონი

საფერავი

მშრალი წითელი

 

ამ გაჯერებულ, კარგად გაწონასწორებულ მშრალ წითელ ღვინოს აქვს შავი კენკრის, ალუბლისა და შავი მოცხარის არომატი. რბილი და მწიფე ტანინები  ღვინოს ანიჭებენ  სიმრგვალესა და უმწიკვლობას. ღვინო არის სრულ სხეულოვანი, კარგად გაწონასწორებული, ალუბლის გამოკვეთილი გემოთი და ხანგრძლივი დაბოლოებით. კარგად ეხამება ხორცისა და დაშაშხულ კერძებს, მაგარ ყველებს.   ღვინის მიწოდების ტეპერატურა: 16-18°C.

 

ღვინის ტიპი: სუფრის ღვინო

წარმოშობა: კახეთის რეგიონი

ჰავა: ზომიერად კონტინენტური

ჯიშური შემადგენლობა: 100% საფერავი

ყურძნის წყარო: 100% სოფელი კახიფარი

მუკუზანი

მშრალი წითელი

 

ამ დაძველებულ წითელ მშრალ ღვინოს აქვს რთული და მდიდრული ბუკეტი წითელი კენკრის, შავი ქლიავისა და  სანელებლების მკვეთრად გამოხატული ტონებით. ღვინო კარგად არის გაწონასწორებული,  რბილი ტანინებით, ხანგრძლივი და სასიამოვნო დაბოლოებით.  საუკეთესოდ ახლავს ხორცის კერძებს, შებოლილ კერძებს, გრილზე შემწვარი ღორისა და საქონლის ხორცს, ყველებს. ღვინის მიწოდების ტეპერატურა: 16-18°C.

 

ღვინის ტიპი: კონტროლირებული ადგილწარმოშობის დასახელების  ღვინო

წარმოშობა: კახეთის რეგიონი

ადგილწარმოშობის დასახელება: მუკუზანი

ჰავა: ზომიერად კონტინენტური

ჯიშური შემადგენლობა: 100% საფერავი

ყურძნის წყარო: 100% მუკუზნის მევენახობის მიკროზონა

ფიროსმანი

ნახევრადმშრალი წითელი

 

კარგად დაბალანსებული ნახევრად მშრალი წითელი ღვინო ალუბლისა და წითელი მოცხარის სასიამოვნო არომატით, ელეგანტური სტრუქტურითა და ხანგრძლივი დაბოლოვებით. რეკომენდებულია როგორც  აპერეტივი, ამასთან კარგად ეხამება ხორცის კერძებს ტკბილ-მჟავე სოუსებით, მსუბუქ შესავალ კერძებს, დესერტებსა და ყველებს.  ღვინის მიწოდების ტეპერატურა: 12-14°C.

 

ღვინის ტიპი: სუფრის ღვინო

წარმოშობა: კახეთის რეგიონი

ჰავა: ზომიერად კონტინენტური

ჯიშური შემადგენლობა: 100% საფერავი

ყურძნის წყარო: 100% კახეთის რეგიონი

ალაზნის ველი

ნახევრად ტკბილი წითელი

 

ეს არის წითელი ღვინო ძალიან სასიამოვნო  კენკროვანი არომატით, სადაც იგრძნობა წითელი მოცხარისა და ალუბლის ელფერი.  ღვინის გემო გაჯერებულია, ცოცხალი, რბილი მწიფე ტანინებით.  სიმჟავისა და სიტკბოს გაწონასწორებული შეხამება გადადის სასიამოვნო ხანგრძლივ დაბოლოებაში. ღვინო კარგად ერწყმის ხორცის კერძებს, მსუბუქ შესავალ კერძებს, დაშაშხულ კერძებსა და ყველებს. დარის დესერტებისა და ხილის კარგი თანხლება. მიწოდების ტეპერატურა: 10-12°C.

 

ღვინის ტიპი: სუფრის  ღვინო

წარმოშობა: კახეთის რეგიონი

ჰავა: ზომიერად კონტინენტური

ჯიშური შემადგენლობა: 100% საფერავი

ყურძნის წყარო: 100% კახეთის რეგიონი

ქინძმარაული

ნახევრად ტკბილი წითელი

 

წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო მწიფე ალუბლის, შავი მოცხარისა და მაყვლის ინტენსიური არომატით. ღვინის გემო გაჯერებულია და დელიკატური, სიმჟავისა და სიტკბოს საუკეთესო ბალანსით, აქვს ხანგრძლივი დაბოლოება ხილის გემოთი. ღვინო კარგად ეხამება დესერტებს, ხილს, რბილ ყველებს, ასევე რეკომენდებულია როგორც აპერეტივი. ღვინის მიწოდების ტეპერატურა: 10-12°C.

 

ღვინის ტიპი: კონტროლირებული ადგილწარმოშობის დასახელების  ღვინო

წარმოშობა: კახეთის რეგიონი

ადგილწარმოშობის დასახელება: ქინძმარაული

ჰავა: ზომიერად კონტინენტური

ჯიშური შემადგენლობა: 100% საფერავი

ყურძნის წყარო: 100% ქინძმარაულის მევენახობის მიკროზონა

SANTELI  - ეს არის თანამედროვე საქართველოს ღვინოები. დღევანდელი საქრთველო თავისი განვითარების სწრაფი ტემპების წყალობით სულ უფრო ემსგავსება ევროპულ ქვეყანას. მიმდინარეობს ქალაქების კეთილმოწყობა, შენდება ახალი საზღვაო და სამთო კურორტები, იქმნება არქიტექტურული ღირშესანიშნაობები, კულტურული და გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, მრავალი უცხოელი ვარსკვლავი ჩამოდის თავისი კონცერტებით. ასევე შთამბეჭდავია ქართული მეღვინეობის განვითარების ტემპები. მეღვინეობის განვითარების თანამედროვე ტენდეციები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ახდენენ ქართული ღვინის ხარისხს.

SANTELI-ის ხაზში წარმოდგენილია მრავალი ხარისხის ღვინოები, რომლებიც იდეალურად წარმოადგენენ თავისი წარმომავლობის ადგილმდებარეობას — ქართული მეღვინეობის გულს — კახეთს!

ამ ღვინოების წარმოებისათვის ყურძენი იკრიფება ახალგაზრდა ვაზებიდან. სანთელის ღვინოები ხასიათდება კახეთში მოწეული ყურძნის ჯიშების ინდივიდუალობით. ისინი გამოირჩევიან თავისი ახალგაზრდობით და ხილის ინტენსიური გამოხატულებით რითაც და ამით იზიდავენ მომხმარებელს. ჩვენს ქარხანაში ამ ღვინოებს ამზადებენ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინეები დავით მაისურაძე და რევაზ ლაშხი, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ იმაზე, რომ რომ ღვინოებს გარანტირებულად შეუნარჩუნდეთ მაღალი ხარსისხი. ჩვენი მეღვინეების პროფესიული გუნდი ამახვილებს თავის ყურადღებას იმ დასახელებებზე, რომლებზედაც ყველაზე დიდი მოთხოვნილება ჩამოყალიბდა. კომპანია ღვინის მოყვარულებს სთავაზობს ისეთ საინტერესო ღვინოებს, რომლებიც თავისი მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებით კარგად ერწყმის სხავადასხვა ქვეყნების სამზარეულებს. ღვინოების შეზღუდული რაოდენობით წარმოება საშუალებას გვაძლევს უკეთ გაკონტროლდეს მათი ხარისხი.

SANTELI — დღევანდელი საქართველოს ღვინოები!