საქართველო და ღვინო

საქართველო — ღვინის აკვანი

ისტორიულად, ძველი დროიდან მოყოლებული, საქართველოს თვლიან „მეღვინეობის აკვნად“. არქეოლოგიური კვლევების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ყურძნის წიპწკები, რომელთა ასაკი 8000 წელს ითვლის. სხვა არქეოლოგიური მიგნებები — ღვინის შესანახი ჭურჭელი, ყურძნის საჭყლეტები, ნიადაგის დამუშავების იარაღები, — ადასტურებენ იმას, რომ საქართველო არის ყურძნის ვაზისა და მეღვინეობის კულტურის უძველესი კერა.

მეღვინეობა არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი. წმინდა ნინო განმანათლებელი საქართველოს მოევლინა ვაზის ჯვრით ხელში. დღემდეც საქართველოში ვაზი რჩება ქრისტიანობის ერთ-ერთ სიმბოლოდ.

საოცარია, რომ იყალთოს აკადემიაში (კახეთი, აღმოსავლეთ საქართველო), სადაც თავის დროზე სწავლობდა ლეგენდარული „ვეფხვის ტყაოსნის“ ავტორი შოთა რუსთაველი, უკვე XI საუკუნეში ასწავლიდენ მეღვინეობას.

ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც XVII საუკუნეში (1672წ.) ეწვია საქრთველოს, ასე სწერდა: „დაჟინებით შეიძლება ითქვას, რომ არსად არ სვამენ ისე ბევრს და ისეთ კარგ ღვინოს, როგორც საქართველოში“. იმ დროს ღვინო ითვლებოდა ძვირად-ღირებულ საექსპორტო საქონლად და  დიდი ოდენობით მიეწოდებოდა უცხოეთში, ძირითადათ სპარსეთში. მაშინ ღვინო მზადდებოდა ძველი წესებითა და საუკუნებრივი ტრადიციების გათვალისწინებით.

დღეს-დღეისობით ქართული მევენახეობა-მეღვინეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნიკალური ბუნებრივი პირობების სწორი გამოყენება, ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა და ორიგინალური მეთოდების სათუთად შენახვა. ამასთან საჭიროა ღვინის საერთაშორისო ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინება.